რატომ უნდა აირჩიოთ S სერიის სმარტფონი?

Samsung Galaxy S სერიის სმარტფონები გამოირჩევა სისწრაფით ხარისხით და ინოვაციური ფუნქციონალით. წლების მანძილზე S სერიის სმარტფონები გამოირჩევიან რ როგორც ლიდერი ფლაგმანების სეგმენტში.

Samsung Galaxy S22

კომპაქტური ფლაგმანი თქვენს ჯიბეში. ეძებთ მოწინავე სმარტფონს რომელიც იგივე დროს არის ბიუჯეტური?
Samsung Galaxy S22 იდეალური არჩევანია მათთვის ვისაც სწირდება ფლაგმანი კომპაქტურ ზომებში, ამ ფლაგმანის მაღალტექნოლოგიურ კამერების ბლოკს შეუძლია მაღალხარისხიანი სურათების გადაღება. აქვს სწრაფი პროცესორი და დახვეწილი დიზაინი. მაღალსიხშირიანი პროცესორით, ძლიერი კამერით, მაღალი გაფართოების მქონე ეკრანით, Samsung Galaxy S22 მზად არის დააკმაყოფილოს ყველა თქვენი მოთხოვნა, ძლიერი კამერების ბლოკი და სწრაფი პროცესორი, სტაბილური მუშაობით და ინტუიტიური მენიუთი, ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ ტელეფონს Galaxy S22 -ის სახით. კომპაქტური ზომა და ერგონომიული დიზაინის შერწყმის შედეგად გვაქვს კომფორტული სმარფონი 6.1 დუიმიანი Dynamic AMOLED მაღალტექნოლოგიური ეკრანი, მაღალი გაფართოებით. სმარტფონის სისწრაფე და სტაბილურობა მიიხწევა 8 ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 8 GEN 1 ფლაგმანი პროცესორით. რომელიც მარტივად უმკლავდება ყველა თანამედროვე პროგრამას და თამაშს. 8 GB ოპერატიული მეხსიერება ( RAM ) უზრუნველყოფს ერთდროულად ბევრი გაშვებული პროგრამის ერთდროულად სტაბილურ მუშაობას. 3700 mAh ელემენტი უზრუნველყოფს 4.5 - 5 საათიან უწყვეტ მუშაობას, რაც ზოგ შემთხვევაში არის საკმარისი 2 დღიანი მუშაობისთვისაც.

Samsung Galaxy S22 Ultra

სწრაფი და ინოვაციური პროდუქტი მისაღებ ფასად!
რატომ უნდა გადაიხადო ზედმეტი ბოლო მოდელში? როდესაც Samsung Galaxy S22 Ultra უკვე გთავაზობთ ბოლო ტექნოლოგიებს მისაღებ ფასად! S22 Ultra გვაოცებს თავის სიძლიერით, ინოვაციურობით და ხარისხით, აკმაყოფილებს ყველა თქვენს მოთხოვნას და მოლოდინს, რასაც უმაღლესი კლასის მოწყობილობისგან მოელით. სწრაფი პროცესორი, გაუმჯობესებული კამერების სისტემა პროფესიონალური სურათების გადაღების შესაძლებლბით, უმაღლესი ხარისხის ეკრანი მაღალი რეზოლუციით, ამ ყველაფრით Samsung Galaxy S22 Ultra არის მობილური ტექნოლოგიების მწვერვალზე. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა შეიძინოთ უძლიერესი სმარტფონი მისაღებ ფასად. ის გაძლევთ ყველა იმ შესაძლებლობებს რასაც გთავაზობთ შემდეგი მოდელი: Samsung Galaxy S23 Ultra, იგივე დროს არ იხდით ზედმეტს მცირე სხვაობაში, რომელიც ჩანს მხოლოდ ტესტებში და შედარებებში. იგრძენით სიამოვნება მაღალტექნოლოგიური სმარტფონის Samsung Galaxy S22 Ultra გამოყენებით. შეუერთდით მაღალტექნოლოგიურ სამყაროს ზედმეტი ხარჯის გარეშე.